ხანძარი რუსთავში [video]

2022-02-06 12:27:59

ხანძარი რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გაჩნდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბინაში მოხუცი კაცი იმყოფებოდა, რომელასც სიგარეტის მოწევის დროს ჩაეძინა. თამბაქოს ნამწვი საწოლზე დაეცა და ცეცხლი ლეიბს წაეკიდა. მამაკაცმა ბინიდან გამოსვლა დროულად მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი.