რუსთავის კოვიდკლინიკებში 3 პაციენტი გარდაიცვალა

2022-02-04 18:52:48

რუსთავის კოვიდკლინიკებში ბოლო 4 დღეში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 2 ქალი მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადიოდა. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, 70 და 80 წლის პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და არცერთი მათგანი არ ყოფილა აცრილი.

79 წლის მამაკაცი იმსხვერპლა კორონავირუსმა კლინიკა "რუსთავში".

როგორც მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, მათთან ბოლო დღეებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.