“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძისთის ბრალის წარდგენის პროცესი დაიწყო.
კირკიტაძე რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
როგორც პარლმენტის დეპუტატმა პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ბოლო პერიოდში რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
“ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით და დღეს ამის ბერკეტები გვაქვს, რუსთავის საკრებულოს შეუძლია უკვე, რომ რუსთაველებს რაც შევპირდით, შევუსრულოთ, ამაზე ძალიან შეშფოთდა და გამწარდა ქართული ოცნება და მათი პასუხი რა არის? ისინი ხომ დგანან პილიციაზე, პროკურატურაზე და ამით ინარჩუნებენ ხელისუფლებას. იფიქრეს ალბათ 3 თვე და პასუხი არის ეს რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ჩემზე”, - აცხადებს კირკიტაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში შარტავას გამზირზე 24 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტზე პარლამენტარ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.