ინფიცირებულთა რიცხვი რუსთავში მნიშვნელოვნად გაიზარდა

2022-02-04 09:25:54

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 222 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 325 პირი შემოწმდა.

მათ შორის 42 პირს ინფიცირება "პსრ" კვლევით დაუდასტურდა.

კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 298 პირი გამოიკვლიეს.

მათ შორის 23 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.