რუსთავში თემო ყაზარაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა [photo]

2022-02-02 19:14:26

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში მსოფლიო ჩემპიონის, თემო ყაზარაშვილის სახელობის რიგით 25-ე ღია ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, უმცროს ჭაბუკთა შორის 10 წონით კატეგორიაში შედგა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა სპორტსმენებმა მიიღეს.

გამარჯვებული ჩემპიონ-პრიზიორებით  საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრები დაკომპლექტდა.

ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საზეიმოდ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სალხინომ“ და ახალგაზრდულმა გუნდმა „თუთარჩელამ“ გახსნეს.