რუსთავის საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქნმა

2022-01-31 16:12:21

რუსთავის საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქმნა.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ჩოფლიანი იქნება, ხოლო მისი მოადგილეების თანამდებობას დაიკავებენ მარი ლიპარტელიანი, ამირან ჯანჯღავა, ზაზა ტოგონიძე და გრიგოლ ვეფხვაძე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარედ ზურა ბერაძე აირჩიეს, ხოლო მოადგილეები გიორგი მღებრიშვილი, ქეთევან ბენაშვილი, ლაშა დიდია, გრიგოლ გუნიავა და კახაბერ ყეინიშვილი იქნებიან.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ფრაქციის თავმჯდომარე ნათია შელეგია იქნება, მოადგილეები კი არ ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ "გახარია საქართველოს" დეპუტატი, ნოდარ შეროზია აირჩიეს, მის პირველ მოადგილედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ალექსანდრე ბერიძე აირჩიეს, ხოლო მეორე მოადგილედ "გახარია საქართველოს" წევრი ზაზა ჯაიანი.

კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა და შესაბამისად არ დაუსახელებიათ არც საკრებულოს თავმჯდომარისა, არც მისი მოადგილეების კანდიდატურები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები