რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ერთი საჯარო სკოლა დაიხურა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 1-ელი საჯარო სკოლა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით ონლაინ სწავლებაზე 9 საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა.
მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები კი თითქმის ყველა სკოლში ფიქსირდება, სადაც წერტილოვანი შეღუდვებია დაწესებული.