რუსთავის კოვიდკლინიკებში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ჯერ-ჯერობით დატვირთვა არ გაზრდილა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსა და მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, მიუხედავად ინფიცირების სწრაფი ზრდისა, მათთან მიმართვიანობა არ გაზრდილა და ჯერ-ჯერობით პაციენტების მისაღებად თავისუფალი ადგილები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 შემთხვევა გამოვლინდა.