რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო 31-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დაიხურა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით ქალაქის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები ბაღების 50%-ში ფიქსირდება, რაც დაახლოებით 10 ბაღია.
"სხვადასხვა ფილიალებში არის ჯგუფები დახურული. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ბაღების 50%-ში გვაქვს",- განაცხადა ეკა ხუციშვილმა.