რუსთავში კორონავირუსის გამო 2 საჯარო სკოლა დაიხურა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "რესურსცენტრის" ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის დახურულია მე-14 და მე-17 საჯარო სკოლები.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები 15 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფიქსირდა.