რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში ჯავახიშვილის ქუჩა N1 და რჩეულიშვილის N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს ფასადის რეაბილიტაცია და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩაუტარდება.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 847 434 გამოიყო.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღე.