რუსთავის 10 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრში განუცხადეს ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-15, მე-17, 20-ე, 21-ე, 24-ე, 25-ე.
ცნობისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსი 40 მოსწავლესა და გეგმური ტესტირების შედეგად 20 მასწავლებელს დაუდასტურდა, თუმცა რესურსცენტრის ცნობით, ყველა სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ჯერ-ჯერობით არცერთი სკოლა არ გადადის სრულად ონლაინ სწავლებაზე.