რუსთავში, სააკაძის ქუჩაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სასწავლო შენობაში, ერთ-ერთ ოთახში კარადას გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.