ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლეონელ მესი ურუგვაიში, სასტუმროში ბრუნდებოდა, როდესაც პატარა გულშემატკივარმა მასთან მისვლა სცადა, თუმცა ბიჭი დაცვამ შეაჩერა. ფეხბურთელმა ატირებული გულშემატკივრის დანახვისთანავე, დაცვას ბავშვის მობრუნება სთხოვა.
ფეხბურთელი ბიჭს მიესალმა და ფოტოგრაფებს მასთან ერთად სურათის გადაღება სთხოვა. ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა . ნახეთ ვიდეო.