ძვირდება თუ არა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა

2021-12-20 00:14:41

საწვავის გაძვირების პარალელურად, ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოიმატოს საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობის საფასურმაც.

კითხვით, ხომ არ იგეგმება რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების გაძვირება, "ინფო რუსთავს" უკვე რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა.

საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება "ინტერტრანსთან" სცადა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.