დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიაში ორ საეჭვო შემთხვევაზე ღრმა კვლევა მიმდინარეობს.
“10-მდე შემთხვევას ჩვენ ვსწავლობდით, იქიდან დადგინდა “დელტა” და “დელტა+”, ძირითადად. 2-ზე მიმდინარეობს კიდევ ღრმა ლაბორატორიული კვლევა, სადაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს. მოდის დღეში 1-2 ასეთი საეჭვო შემთხვევა, ჯერ ბევრი არ არის.
გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა ნელი ტემპით, რასაც ყოველდღიურად აღვნიშნავთ. დილისთვის 2195 შემთხვევაა. ასევე, მყარად გვაქვს ბოლო 1-2 კვირაა შემცირების ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალი რჩება გარდაცვალება”,- განაცხადა გამყრელიძემ.