ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია.
შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. პოლიციამ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უკვე გამოკითხა, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე ასევე არასრულწლოვანია. შსს-ს ამ დროისთვის არავინ არ დაუკავებია.