უკვე ცნობილია რა შეზღუდვები იმოქმედებს, ზამთრის სეზონზე, მთის კურორტებზე. „მწვანე პასპორტის“ გარეშე სასტუმროებითა და საბაგირო გზებით სარგებლობა შეუძლებელი იქნება.
გონდოლაში შეიზღუდება ადამინების დასაშვები რაოდენობაც და 10 ნაცვლად იქნება - 8. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას. ზამთრის სეზონი უახლოეს პერიოდში, კლიმატური პირობების გათვალისწინებით გაიხსნება.