კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საგარეჯოს რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა და მთელ საცხოვრებელ სახლს მოედო.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობის დატოვება ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ვერ შეძლო. კაცი მიღებული დამწვრობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავის" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.