კორონავირუსის გამოჩენამდე მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს თუ გაეგო mRNA-ის ვაქცინებზე, თუმცა პანდემიან შეცვალა ყველაფერი.
ვაქცინების წარმოების ახალი მეთოდი მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ მომავალში ძალიან ბევრი დაავადების დამარცხება შესაძლებელი გახდება.
ანა ბლექნი არის მეცნიერი, რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წელს ლონდონის სამეფო კოლეჯში mRNA ვაქცინაზე მუშაობა. მისი თქმიმთ, იმ დროისთვის ძალიან ბევრი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებდა.
"ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი იმუშავებდა თუ არა ახალი ხერხი. თუმცა ახლა მედიცინაში mRNA-მა თავდაყირა დააყენა ყველაფერი",- განაცხადა ბლენქმა.
შეძლებს mRNA ვაქცინა კიბოს, HIV-ის, ტროპიკული დაავადებებისა დამარცხებას, ან თუნდაც გვაქცევს სუპერადამიანებად? ეს არის მთავარი კითხვები.
mRNA არის მესენჯერ რიბონუკლეინის მჟავა, ერთჯაჭვიანი მოლეკულა, რომელსაც DNA-დან გადააქვს გენეტიკური კოდი რიბოსომებამდე. mRNA-ის გარეშე ადამიანის გენეტიკური კოდი ვერ იმუშავებდა, ცილები ვერ წარმოიქმნებოდა და ვერ იფუნქციონირებდა ადამიანის სხეული.
თუკი წარმოვიდგენთ რომ DNA არის საბანკო ბარათი, mRNA ამ ბარათის წამკითხველია.
მას შემდეგ, რაც ჩვენს ორგანიზმში ვირუსი მოხვდება, ის ათავისუფლებს თავის mRNA. ტრადიციული ტიპის ვაქცინები დამზადებულია ინაქტივირებული ვირუსის ცილებით, რომელსაც ანტიგენებს ეძახიან. ინაქტივირებული ვირუსის მოხვედრის შემდეგ ჩვენი იმუნური სისტემა ცნობს ამ ვირუსს და ორგანიზმში კვლავ მოხვედრის შემდეგ იცის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მის დასამარცხებლად.
mRNA ვაქცინებს არ სჭირდებათ ინაქტივირებული ვირუსის შეყვანა ორგანიზმში, სწორედ ესაა მისი განსაკუთრებულობა.
მესენჯერი RNA ან mRNA ვაქცინები ასწავლის უჯრედებს თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც სხეულში იმუნურ რეაქციას იწვევს. ამ რეაქციის დროს წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ვირუსისგან გიცავთ. mRNA განსხვავდება დნმ-ისგან და უჯრედის შიგნით მხოლოდ დაშლამდე რჩება, დაახლოებით 72 საათის განმავლობაში. ამასთან, ის არასდროს შედის უჯრედის ბირთვში, სადაც დნმ-ი ინახება.
ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით mRNA ვაქცინების წარმოება უფრო მეტად უსაფრთო და იაფია. აღარა საჭირო უზარმაზარი ბიოუსაფრთხო ლაბორატორიები, სადაც მილიონობით ქათმის კვერცხში მომაკვდინებელ ვირუსებს ზრდიან.
Pfizer-BioNTech და Moderna-მ სწორედ mRNA გამოიყენა კორონავირუსის ვაქცინის დასამზადებლად.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები კატალინ კარიკო და დრიუ ვაისმანი იყვნენ mRNA ვაქცინის პიონერები, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს ფიქრობდნენ, რომ ახალი მიდგომით დამზადებული ვაქცინა გარდამტეხ ცვლილებებს მოახდენდა, თუმა მათი გათვლებით სულ მცირე 5 წელი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი დააჩქარა.
ის რაც წლების წინ წარმოუდგენელი შეიძლებოდა ყოფილიყო შესაძლოა რეალობად აქციოს სხვადასხვა დაავადებებისთვის დამზადებულმა mRNA ვაქცინებმა. მათ სიაშია სარსი, ტროპიკული დაავადებები.
მოდერნა დაავადებების ზიკასა და ჩიკუნგუნია mRNA ვაქცინის კლინიკური კვლევის მეორე ფაზაზეა. ორივე დაავადება უგულვებელყოფილია, რადგან ძირითადად უღარიბეს ქვეყნებში გვხვდება, სწორედ ამიტომ სათანადო ყურადღება და კვლევები არ ჩატარებულა.
სწორედ ეს დამოკიდებულებაც შეცვალა mRNA ვაქცინებმა.