რუსთავის ბოლო 3 დღეში კორონავირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა

2021-12-06 18:47:02

რუსთავის სამ კოვიდკლინიკაში 4, 5 და 6 დეკემბერს კორონავირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა.

ოთხი პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა "რუსთავში". სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს შორის 3 მამაკაცია, ხოლო ერთი ქალი. ყველა მათგანის ასაკი 70-დან 75 წლამდეა.

3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში. როგორც ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გარდაცვლილებს შორის  სამივე მამაკაცია. მათი ასაკები 60-დან 70-მდე მერყეობს. პაატიშვილის ცნობითვე, ყველა მათგანს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არცერთ მათგან არ ყოფილა აცრილი.

ერთი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. კლინიკური დირექტორის მანანა კაპანაძის, ცნობით გარდაცვლილი 79 წლის ქალია, მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები