მკვლელობის ახალი დეტალები

2021-12-05 00:06:33

სანზონაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივები ჟურნალისტებთან აცხადებენ რომ სანამ დაჭრის ფაქტი მოხდებოდა იყო შელაპარაკება რომელსაც რამდენიმე მოზარდი ესწრებოდა. კამათის დროს 17 წლის ბიჭს ჭრილობა დანით გულმკერდის არეში მიაყენეს და მალევე მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიცია, თუმცა დაჭრილის გადაყვანა კორპუსის მაცხოვრებელმა საკუთარი ავტომობილით მოახერხა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანილ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია თუმცა სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით მოზარდს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ვერსიით მოზარდები აღნიშნულ ლოკაციაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ, კამათი კი გოგონას გამო დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.