2021 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 455.5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 149.7 ლარით აღემატება.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათ შორის ქალების ხელფასმა სექტორში - 1 143.6 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 145.2 ლარით მეტია.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.
„საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის მე-3 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.5 პროცენტით გაიზარდა და 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვის 60.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.