რუთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 84 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ზედგენიძის ქუჩაზე მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეშის ღუმელი გახდა.
საცხოვრებელ სახლში შეინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანება.
როგორც მეზობლებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ხანდაზმული კაცი მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, ასევევ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.