საცხოვრებელ სახლში 2 მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
ორივე პირი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა თბილისში, შარტავას ქუჩაზე მოხდა.
"სახლი გაქირავებული იყო და მასში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და საცხოვრებლად იყო გადაკეთებული" - აცხადებენ "თბილისი ენერჯიში".
ფოტო არ ასახავს რეალობას.