პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 10 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 10 პირი.
1983 წელს დაბადებულ ი.ი.-ს, იგი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილ საქონლის ფერმაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მოსინის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი.
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული კიდევ ერთი პირის -1977 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. მ.- ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი.