პირველ დეკემბერს, საქართველოში ე.წ. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
"მწვანე პასპორტის" მოეთხოვება 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს.
სად გჭირდებათ "მწვანე პასპორტის" წარდგენა:
კვების ობიექტებში
რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში
კინოთეატრებში
თეატრებში
ოპერაში
საკონცერტო დარბაზებში
გასართობ ცენტრებში
სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე
სპა-ცენტრებში
ფიტნეს-დარბაზებში
სასტუმროებში
სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე
"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტი" აქ საჭიროა მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ასევე, პირველი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. რესტორნებსა და კაფე-ბარებს შეეძლებათ იმუშაონ მთელი ღამის განმავლობაში.
პირველი დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება.
"მწვანე პასპორტი" გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას. საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობითაც - covidpass.moh.gov.ge.