რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების გამო 2 ბაგა-ბაღია დახურული.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის დახურულია 21-ე, 37-ე სააღმზრდელო დაწესებულებები.
გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ბაღში დახურულია 10სააღმზრდელო ჯგუფი.
ხუციშვილის განცხადებით, ბაგა-ბაღებში კორონავირუსი როგორც აღსაზრდელებს,ის აღმზრდელებს დაუდასტურდათ.