სასამართლოსთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

2021-11-29 11:45:00

სასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა.

სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ. პოლიცია ჯიხურებზე ასულ აქციის რამდენიმე მონაწილის ჩამოყვანას ცდილობს, რასაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სავარაუდოდ, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.