სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-12 სეზონის გადაღება იწყება. ამის შეასხებ ინფორმაციას გადამღები ჯგუფი, საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს.
გადამღები ჯგუფი მსურველებს ეპიზოდურს როლებში მონაწილეობას სთავაზობს.
„თუ გსურთ ჩვენი სერიალის ეპიზოდურ როლებში და მასშტაბურ სცენებში მონაწილეობა, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ბაზა - https://www.facebook.com/groups/1560653847342672/
თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, მაშინ შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ავტო -https://www.facebook.com/groups/1703549183286742/ ხოლო თუ გსურთ თქვენმა სახლმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ გაეცნოთ შესაბამის პირობებს, ჩცდ ლოკაცია -https://www.facebook.com/groups/268419076987323/ დროებით.
სერიალი ტელეეკრანებზე სექტემბერში გამოჩნდება, ზუსტი თარიღი თუ როდიდან დაიწყება "ჩცდ"-ს ჩვენება უცნობია.