კორონავირუსს კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც 6 თვის ორსული იყო, დადასტურებული კოვიდით მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.
მედიკოსებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის ვერ.