2022 წლიდან ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულება ამოქმედდება. აღნიშნული ცვლილებები მომავალ წლამდე იყო გადავადებული.
ასევე, 2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის ე.წ. კატალიზატორის ქონა ხდება სავალდებულო.
კატალიზატორის მოთხოვნა ყველა ტიპის ავტომობილს არ შეეხება. ეს რეგულაცია გავრცელდება 2020 წლის აპრილის შემდგომ განბაჟებულ და რეგისტრირებულ მანქანაზე.
CO-ს შემცველობა კი გამონაბოლქვში როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში უნდა მერყეობდეს.