ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინის მიშენების დროს მამაკაცი მაღალი ძაბვის ელექტრო სადენს მიდეო, დენმა დაარტყა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინოფ რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.