2020-11-24 15:27:54
რუსთავის სამ ბაგა-ბაღში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
31-ე ბაღში ვირუსი თანამშრომელს, მე-40 და 1-ელ დაწესებულებებში კი აღსაზრდელებს დაუდასტურდათ.
როგორც რუსთავის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, კონტაქტების წრის შესწავლის შემდეგ, სააღმზრდელო დაწესებულებებში კონკრეტული ჯგუფები დაიხურა.