1 დეკემბრიდან დაწესებულებების ნაწილში შესვლას მხოლოდ "მწვანე პასპორტის" წარდგენის შემდეგ შეძლებთ.
"მწვანე პასპორტის" წარდგენა დაწესებულებებში შესვლამდე შეგეძლებათ როგორც მატერიალური სახით, ასევე თქვენი მობილური ტელეფონით - ერთ-ერთი სრულიად საკმარისია.
Covid-ბარათებს მატერიალური სახით, ხელმოწერით და ბეჭდით იუსტიციის სახლებში მიიღებთ, ასევე, ნებისმიერ იმ დაწესებულებაში, რომელიც ტესტირებას ან/და აცრას აკეთებს. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა გჭირდებათ. Covid-ბარათში ასახულია როგორც ვაქცინაციის გაკეთების დრო და ადგილი, ასევე, ვირუსის გადატანის და ჩატარებული Covid-ტესტირების შესახებ ინფორმაცია.
თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა.
ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.
მოქალაქეები მხოლოდ Covid-ბარათით შეძლებენ შესვლას დაწესებულებების ნაწილში. კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს - არა.
საქართველოში მწვანე პასპორტი ნიშნავს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშიზა.