ორმაგი ავარია რუსთავში

2021-11-22 16:38:24

რუსთავში, მესხიშვილი-ლეონიძის ქუჩების კვეთაზე ორმაგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად კი, "ოპელის" ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.