როდის აღდგება წყლის მიწოდება

2021-11-20 13:21:47

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

ქ. რუსთავი, სანაპიროს ქ. N 61-თან,  წყალსადენის  ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:00-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

სანაპიროს, ღლონტის და დადიანის ქუჩებს.