რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების გამო 5 ბაგა-ბაღი დაიხურა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის დახურულია მე-8, 23-ე, 31-ე, 33-ე და 43-ე სააღმზრდელო დაწესებულებები. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ბაღში დახურულია 12 სააღმზრდელო ჯგუფი.
ხუციშვილის განცხადებით, ბაგა-ბაღებში კორონავირუსი ძირითადად აღსაზრდელებს დაუდასტურდათ.