რუსთავის აზოტში ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საწარმოს დირექტორმა ლევან ბურდილაძემ განუცხადა, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
"არავინ დაშავებულა. ჩვენ პორტიდან მოგვაქვს მეორადი პოლიპროპილენის ტომრები, როგორც მაქვს ინფორმაცია, სწორედ მას გაუჩნდა ცეცხლი. ეს ტერიტორია მოშორებითაა საწარმოდან",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ბურდილაძემ.
ცეცხლის ქრობით სამუშაოებში საწარმოს ტერიოტრიაზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.