რუსთავში სეს-მა რესტორანი დახურა

2021-11-03 00:16:16

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში ერთ-ერთი რესტორანი დახურა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, მიზეზი კვების ობიექტზე აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობა იყო.

ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმური თუ არაგეგმური შემოწმება ოქტომბრის თვეში 72-მდე ობიექტში ჩატარდა, აქედან 30 რუსთავში არსებული ობიექტია.

ლაბორატორიული კვლევისთვის კი 30 ნიმუში აიღეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.