რუსთავში, დაახლოებით 11:30 საათისთვის ძლიერი აფეთქების ხმა იყო, რასაც მცირე ბიძგებიც მოყვა.
აფეთქების ხმასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.
მათი თქმით, აფეთქების დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა. ხმა და მცირე ბიძგები მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო და იგრძნო.
როგორც საინფორმაციო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, აფეთქება, რომლის ხმა რუსთავშიც გაიგეს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იყო.
თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ბაზაზე გეგმური სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს.