რუსთავის მომავალი მერის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ იქნებიან მისი მოადგილეები. ამის შესახებ ლაცაბიძეს კითხვა "ინფო რუსთავმა" დაუსვა.
როგორც რუსთავის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა, გადაწყვეტილება გუნდურად იქნება მიღებული.
"თქვენ იცით, რომ საარჩევნო კამპანიის დროსაც არ გქვონდა საუბარი ამაზე ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით. პირველი რაც გავაკეთეს, სანამ პროგრამა ექნებოდათ, სანამ მოსახლეობის პრობლემებს აღწერდნენ და იმის მოგვარების გზებს შესთავაზებდნენ, იყო ის, რომ მთელი არჩევნების განმავლობაში საუბრობდნენ პირველი ვიცე-მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და რაღაც სისულელეები. ჩვენ ამით არ ვიყავით დაკავებულები, ამიტომ ახლა გვაქვს დრო იმისთვის, რომ გუნდი დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, რა როგორ უნდა იყოს. ჩვენ გუნდური პრინციპით ვმუშაობთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა ლაცაბიძემ.