ინცინდენტი რუსთავის ენმ-ს ოფისთან [video]

2021-10-24 14:34:33

რუსთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ინციდენტი მოხდა.

შარტავას გამზირზე არსებულ ოფისთან ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე სიტყვიერ დაპირისპირებასაც.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერის განცხადებით, ის ენმ-ს ოფისში დავით კირკიტაძესთან სასაუბროდ მივიდა, რის შემდეგაც მერობის კანდიდატი მას ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს თავად კირკიტაძე.

როგორც საერთო ოპოზიციური მერობის კანდიდატმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოფისში პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდნენ და თავს დაესხნენ იქ მყოფ 3 პირს.

"ინფო რუსთავმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ენმ-ს ერთ-ერთ მხარდამჭერს სახის არეში აღენიშნებოდა სისხლდენა.

ადგილზე დავით კირკიტაძემ პოლიცია გამოიძახა.

საპოლიციო ეკიპაჟებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაარიდეს.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები