რუსთავში 2 ბაგა-ბაღი დაიხურა

2020-10-16 12:01:22

რუსთავის 2 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

მიზეზი ბაღებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურება გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა დაუდასტურა.

როგორც ხუციშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, კორონავირუსი 34-ე და 36-ე ბაღებში დაფიქსირდა. ინფიცირებულია სააღმზრდელო დაწესებულებების ორი თანამშრომელი.

ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2 კვირით შეჩერდა. აღნიშნულ ბაღებში, ჯამში, დაახლოებით, 400-მდე ბავშვი ირიცხება.