კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
"16 ოქტომბერს, კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯია” მაღალი ძაბვის 110 კილოვატიან გადამცემ ხაზზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდება კომპანია ,,რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 ოქტომბერს დილის 11:00 სთ-დან 17 ოქტომბრის დილის 11:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
რუსთავის წყალი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.