რუსთაველები ძაღლის სამკურნალოდ ფულს აგროვებენ

2020-10-03 19:18:53

რუსთაველი დიმა აბშილავა მიუსაფარი ძაღლის სამკურნალოდ თანხას აგროვებს.

როგორც მან "ინფო რუსთავს" უამბო, ძაღლს რამდენიმე დღის წინ მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც კიდურის მოკვეთა გახდა საჭირო.

დიმა აბშილავას ინფორმაციით, ოთხფეხა მეგობრის მოვლა-პატრონობა შემთხვევის რამდენიმე თვითმხილველთან ერთად საკუთარ თავზე აიღო, თუმცა, დადგა ეტაპი, როცა დამატებითი თანხებია საჭირო.

"ჩვენს თვალწინ მიკროავტობუსმა გაიტანა ძაღლი. ისე ძალიან დაუზიანდა ფეხი, რომ მოსაკვეთი გახდა. ძალიან ოპერატიულად ვიმოქმედეთ, 2-ნი მოვდიოდით ფეხით, როცა ეს მოხდა და იქვე ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა, რომელმაც მანქანით წაგვიყვანა. ერთმა კეთილმა ადამიანმა, ნათია ჩალაძემ დაიტოვა ძაღლი თავისთან სახლში, ვუკეთებთ წამლებს, ფეხის გადახვევებს, მიგვყავს ექიმთან, უბრალოდ ხარჯი გვაქვს ძალიან ბევრი. იქნებ აგროვდეს მცირედი თანხა მაინც", - აცხადებს დიმა აბშილავა.

ანგარიშის ნომრებია:

საქართველოს ბანკი - GE92BG0000000366046890

მიმღები - ჩალაძე ნათია