2020-10-01 17:04:33
რუსთავში, სექტემბრის თვეში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 ობიექტი დააჯარიმა.
სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ჩატარებული ინსპექტირების ფარგლებში, ფულადი სანქცია სასურსათო მაღაზიას დაუწესდა. სამსახურის ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ობიექტში ეტიკეტირების წესების დარღვევა გამოვლინდა.
რუსთავში, საერთო ჯამში, სექტემბერში 10 ობიექტი შემოწმდა.
დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით გეგმიური თუ არაგეგმიური კონტროლი, ჯამში, 50 ობიექტს ჩაუტარდა. დაჯარიმდა 4 ობიექტი.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.