რუსთავში კორონავირუსს 4 ადამიანი ემსხვერპლა

2020-09-27 17:33:19

რუსთავში, კორონავირუსს კიდევ 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კოვიდ19-ის შედეგად გარდაცვლილებს შორის ორი ქალი და ორი კაცია. გარდაცვლილები 79, 82, 84 და 88 წლისები იყვნენ.

84 წლის კაცი და 79 წლის ქალი მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადიოდა.

88 წლის ქალი კლინიკა რუსთავში იყო მოთავსებული, ხოლო 82 წლის მამაკაცი მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.

დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და არცერთი მათგანი არ ყოფილა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.