რუსთავში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

2021-09-20 19:24:53

რუსთავში, კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

ვირუსით 78 წლის ქალი გარდაიცვალა "კლინიკა რუსთავში", 81 წლის ქალი და 78 წლის მამაკაცი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.

სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

მათგან ვაქცინირებული არცერთი არ იყო.