რუსთავში ქალმა რამდენიმე მამაკაცი გაძარცვა

2020-09-17 20:21:24

რუსთავში ქალმა რამდენიმე მამაკაცი გაძარცვა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა 4 მამაკაცი სხვადასხვა დროს გაძარცვა. ირკვევა რომ ქალს მეგობარი მამაკაცები ბინაში მორიგეობით აჰყავდა, ალკოჰოლის მიღებისა და ღამის გათენების შემდეგ კი მობილურ ტელეფონსა და ფულს პარავდა.

აღნიშნული ფაქტები XVII მიკრორაიონში ფიქსირდება.

არსებული ინფორმაციით რუსთავის პოლიციამ 40 წლამდე ქალი უკვე დააკავა და მას ბრალი წარედგინა.